ლაშა ხუციშვილი - ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის
ლაშა ხუციშვილი - ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.

მინისტრის თქმით, ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში მეტი ინვესტიცია არის ეკონომიკის მომავალი.

„მეტი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, მეტი ინვესტიცია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში – ესაა ჩვენი ეკონომიკის მომავალი. მიხარია, რომ უკვე დღეს, ნათლად ვხედავთ ამ მომავლის საფუძვლებს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ქართული სტარტაპ Pulsar AI-ს ყიდულობს. Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება „სპინქარის“ პლატფორმაზე.

მსურს, Pulsar AI-ის შესანიშნავ და ნიჭიერ გუნდს მივულოცო ეს წარმატება, რომელსაც მათ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს.

ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ინოვაციების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.