ლაშა ხუციშვილი - აეროპორტების მოგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საჭიროება არ იქნება
ლაშა ხუციშვილი - აეროპორტების მოგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საჭიროება არ იქნება

ჩვენი შეფასებით, აეროპორტების მოგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საჭიროება არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, აეროპორტების მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

„კვლევა რომ დასრულდება გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულ მოდელზე. ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება, რადგან აეროპორტის დღეს არსებული მოდელი იმდენად მომგებიანია, რომ მისი შემოსავლები უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას სუვერენული გარანტიებისა და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. დღეს არსებული ბიზნესმოდელი ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მნიშვნელოვანია, კვლევა როგორ დასრულდება. თუ საჭირო იქნება, ბიუჯეტში შემდგომ შევა ცვლილება. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენი შეფასებით, აეროპორტების მოგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საჭიროება არ იქნება“, – განაცხადა ხუციშვილმა.