ლაშა ხუციშვილი - 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას განვითარებაში
ლაშა ხუციშვილი - 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას განვითარებაში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

მისივე თქმით, ასევე განხორციელდა ასობით პროექტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარა წინსვლასა და განვითარებაში.

„დღეს აღინიშნება 30 წლის იუბილე მას შემდეგ, რას საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა ინვესტიცია 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განხორციელებულია ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას წინსვლასა და განვითარებაში. მსოფლიო ბანკის პორტფელი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების პროექტებს და სხვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანს“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.