ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება რვა მილიარდ ლარამდე
ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება რვა მილიარდ ლარამდე

2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება რვა მილიარდ ლარამდე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

„2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება რვა მილიარდ ლარამდე, მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება მილიარდ 400 მილიონ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 900 მილიონ ლარამდე; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500 მილიონ ლარზე მეტი, გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 250 მილიონ ლარზე მეტს არსებული რესურსიდან მიმართავს ამავე სამუშაოებზე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება მილიარდ ლარზე მეტი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მილიონ ლარზე მეტი; სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გამოყოფილია 200 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.