ლაშა გოგია - ჩემი სტატუსი არის ჩემი პირადი პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას
ლაშა გოგია - ჩემი სტატუსი არის ჩემი პირადი პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადაცემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საკუთარ ფეისბუქ-სტატუსზე განმარტებას აკეთებს.

როგორც გოგია წერს, მისი სტატუსი თავისი პირადი პოზიცია იყო და არ გამოხატავდა გუნდის პოზიციას.

გოგია წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ მისი პირადი პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, სოციალური ქსელიდან სტატუსი წაშალა.

„ვინაიდან ჩემს სტატუსს მოყვა დიდი აჟიოტაჟი, მინდა საჯაროდ და გარკვევით ვუთხრა ყველას: პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან) ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ, ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას“, – წერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია.