ლაშა ფარულავა – „ქართული ოცნება“ გმირების საფლავთან ვერ ამბობს ვინ არის მტერი, ვერ ბედავს რუსეთის ხსენებას, ლაპარაკობენ წინა ხელისუფლებაზე, ყველაფერს აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს

16:08, 08.08.2026

რუსეთი არის მტერი,  ოკუპანტი და დიდება გმირებს, ეს არის დღეს, 18 წლის შემდეგ მთავარი სათქმელი და არა ის, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსეთის სახელის ხსენებას ვერ ბედავენ.

„ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ის არის, რომ „ქართული ოცნება“ გმირების საფლავთან ვერ ამბობს ვინ არის მტერი და ოკუპანტი. რუსეთის სახელის ხსენებას ვერ ბედავენ. ლაპარაკობენ წინა ხელისუფლებაზე, ყველაფერს აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მათი პოლიტიკური ტყვეა და საუბრობენ რეზოლუციაზე. არ საუბრობენ იმ საერთაშორისო შეფასებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებას. რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის ოკუპანტი და დიდება გმირებს. ეს არის დღეს, 18 წლის შემდეგ მთავარი სათქმელი და არა ის, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. ეს არის მოღალატეობრივი გზა, რომელსაც ძალიან მალე ქართველი ხალხი დაასრულებს“, – განაცხადა ფარულავამ.

მსგავსი