ლაშა დვალმა კონფერენსლიგაზე ბულგარელებს უკაპიტნა, „შტურმი“ თურქეთში დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ვიცე-ჩემპიონის განაცხადში მხოლოდ მამაგეიშვილი მოხვდა, ის მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. ხოლო კიტეიშვილი განაცხადშიც არ იყო – მიზეზად ტრავმა დასახელდა.
თურქულმა გუნდმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – გრაცის „შტურმის“ კარი მე-9 წუთზე ტალისკამ აიღო, 45-ე წუთზე კი „ფენერბაჰჩეს“ უპირატესობა მეისონ გრინვუდმა ორამდე გაზარდა.
ლაშა დვალმა კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა სოფიის „ცსკა 1948“ ათენში „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ. კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 1:1 დასრულდა – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.