ლაშა დვალმა აპოელ-ი დატოვა - ახალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია #1TVSPORT
ლაშა დვალმა ნიქოზიას აპოელ-ი ოფიციალურად დატოვა – ინფორმაციას transfermarkt-ი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების მცველი კვიპროსულ კლუბში 2022 წლის ზაფხულში უნგრული „ფერენცვაროშიდან“ გადავიდა და ნიქოზიური კლუბის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.
წელს აპოელ-მა ქართველ მოთამაშესთან კონტრაქტის განახლების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ დვალის მიმართ ინტერესი გაიზარდა და, ბუნებრივია, მან კვიპროსში დარჩენა აღარ ისურვა.
დავლის აპოელ-იდან წამოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. საქართველოს პირველ არხთან მისმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა, რომ დავლს ევროპის ძლიერ ლიგებში იწვევენ, მაგრამ 29 წლის მცველის მომავალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია.