ლაშა დვალი „პოგონის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ლაშა დვალი „პოგონის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

გუშემატკივრების აზრით, მარტში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ლაშა დვალი იყო” – ეს განცხადება პოლონური კლუბის, შჩეცინისპოგონის” „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი შჩეცინისპოგონის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა. ექსტრაკლასაში გამართული 29 ტურის შემდეგ, “პოგონი” 31 ქულით 16 გუნდში მე–11 ადგილზეა. დვალი ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში მარტში, 28 ტურის შემდეგ მოხვდა – მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტ ნეჩეცასტემპალიგასთან” გასვლაზე 4:2 გაიმარჯვა და კონკურენტს გაასწრო.

ამ გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა მცველმა ითამაშა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ამას გარდა, დანარჩენ შეხვედრებშიც ლაშა საიმედო თამაშით გამოირჩეოდა და პოლონელებმა ქართველი დააფასეს.