ლაშა ჟვანია - საქართველო იმ რვა ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს
ლაშა ჟვანია - საქართველო იმ რვა ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს

საქართველო იმ რვა ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს ამ სიაში ყოფნა, ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობისა და ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა.

„ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ რვა ქვეყანაა. საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდავოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობისა და ყველაზე მთავარი – ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“,- წერს ლაშა ჟვანია.