ლაშა ჟვანია - პრემიერის ისრაელში ვიზიტი იქნება ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი, ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს
ლაშა ჟვანია - პრემიერის ისრაელში ვიზიტი იქნება ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი, ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს

ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის დროს და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში.

„ისრაელსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობებია უკვე წლების განმავლობაში, უფრო მაღალ დონეზე არის აყვანილი ბოლო წლებში და ამას მოწმობს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორედ ვიზიტი ისრაელში. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია. ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის დროს და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის. ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში. კიდევ მეტი შეგვიძლია, მივიღოთ. სხვა, სამხედრო, პოლიტიკურ, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა, ისევე როგორც რეგიონულ საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, რადგან ისრაელი არის მეგობარი ქვეყანა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.