ლაშა ჟვანია - ინაუგურაციის საკითხზე პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება დრომოჭმულია და დაკარგული აქვს აქტუალობა
ლაშა ჟვანია - ინაუგურაციის საკითხზე პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება დრომოჭმულია და დაკარგული აქვს აქტუალობა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ინაუგურაციის საკითხზე პრეზიდენტის 17 წლის წინანდელი ბრძანებულება დრომოჭმულია და აქტუალობა დაკარგული აქვს.

როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, 2001 წლის 27 სექტემბრის N386-ე ბრძანებულება, რომელსაც ხელს აწერს ედუარ შევარდნაძე, განსაზღვრავს სახელმწიფო და სამთავრობო უწყებების პროტოკოლის ქცევის წესებს, ის არ განსაზღვრავს პოლიტიკას.

„2001 წლის ბრძანებულებაში არის რამდენიმე ფრაზა, ერთი, რომ ინაუგურაცია უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობაში და პარლამენტი ახლა არის ქუთაისში. მეორე, იქ საუბარი არ არის საერთოდ პრემიერ-მინისტრზე, იქ საუბარია სახელმწიფო მინისტრზე და რა ვქნათ. ჩვენ რომ მივყვეთ ამ ბრძანებულებას, მაშინ უნდა ავრიოთ სახელმწიფო სისტემა. კონსტიტუციამ თავისთავად შეცვალა ეს განკარგულება. 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას აქტუალობა დაკარგული აქვს. ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი ბრძანებულება”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.