ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერთან საუბრისას საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე გაამახვილებს ყურადღებას
ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერთან საუბრისას საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე გაამახვილებს ყურადღებას

გერმანიის აზრი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ანგელა მერკელთან როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე ისაუბრებს.

„გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა. ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა. გერმანიის აზრი, დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როგორც მაკრონთან, ასევე გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან და კანცლერთან იქნება საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობაზე, ისე ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მისწრაფებასა და ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.