ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ზაზა გახელაძის დაკავებაზეც იმსჯელებენ
ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ზაზა გახელაძის დაკავებაზეც იმსჯელებენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხზეც იმსჯელებენ.

„ჟენევის მოლაპარაკებები ტრადიციულად, საკმაოდ მძიმე ფონზე გაიმართება. რომ გითხრათ დიდი მოლოდინი გვაქვს, ალბათ არ იქნება სწორი. თავად საკითხებს შორის პირველ რიგში შვიდპუნქტიანი შეთანხმებაა, რის გარშემოც საერთოდ შექმნილია ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ჯგუფში მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, იქნება ეს დაკავებები, ბატონი ზაზა გახელაძის საკითხი, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია ადგილზე თუ სხვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დატოვე კომენტარი