ლაშა დარსალია - თბილისში რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა, ყველას პასუხისმგებლობაა, საზოგადოებას გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ
ლაშა დარსალია - თბილისში რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა, ყველას პასუხისმგებლობაა, საზოგადოებას გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ

საგარეო საქემთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი არ გახსნილა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციასთან გაიხსნა კულტურის ცენტრი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ცენტრი არ გახსნილა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ფეიკ-ნიუსები, რომლებსაც ავრცელებენ საეჭვო საიტები. მათი მთავარი მიზანი საზოგადოების პოლარიზება და დაძაბულობის ზრდაა. ყველას გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა- როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოების წევრებს, რომ  საზოგადოებას მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ“ ,- აღნიშნა ლაშა დარსალიამ.