ლაშა დარსალია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას თავად ლაშა დარსალია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის 13 წლისთავზე, მოვინახულე საოკუპაციო ხაზი სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც გაყოფილია მავთულხლართების ღობით და „სასაზღვრო“ ნიშნებით. სოფელი, სადაც ადგილობრივები აგრძელებენ ცხოვრებას და მეურნეობას ყოველდღიური საფრთხეების და 2008 წლის აგვისტოში დამწვარი სახლების მიუხედავად“, – წერს ლაშა დარსალია.
On13th anniversary of RUS military aggression v.#Georgia & #occupation of its reg’s, I visited occupation line in #Gugutiantkari that is divided by barbwire fences & s/c ‘border’ signs, village where locals continue 2live &farm despite daily threats &burned houses in #Aug2008War. pic.twitter.com/h2cB3Ibqq2
— Lasha Darsalia (@LashaDarsalia2) August 7, 2021