ლაშა დარსალია - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა
ლაშა დარსალია - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ცალსახად ხაზს უსვამს იმას, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოსახლეობისთვის არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ოკუპაცია ხელს უშლის აფხაზეთის რამე სახით განვითარებას.

„რაც შეეხება პოლიტიკური პროცესების შეფასებას, ეს შეფასებულია არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მიერ – ყველა პროცესი მიმდინარეობს საოკუპაციო რეჟიმის, რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ არ გაუარესდეს ჩვენი თანამემამულეებისთვის. ვმუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა არ მოხდეს მძიმე მდგომარეობის გაუარესება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.