ლაშა დარსალია - მთავარი ამოცანა ახალგორის გადასასვლელის უმოკლეს დროში გახსნაა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ
ლაშა დარსალია - მთავარი ამოცანა ახალგორის გადასასვლელის უმოკლეს დროში გახსნაა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ

მთავარი ამოცანაა, უმოკლეს პერიოდში ახალგორის გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევა , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გადასასვლელების  ჩაკეტვა ადგილზე მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ქმნის.

„ეს ადგილზე ქმნის საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარულ ფონს. ეს გამოიყენება, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ უმოკლეს პერიოდში მოხდეს ამ გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ რეგიონებში. ამ ძირითადი მიმართულებებით ვმუშაობთ. უპირველეს ყოვლისა, ამაზე ვსაუბრობთ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც ამ მიმართულებებით მუდმივად გვიჭერენ  მხარს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.