ლაშა დარსალია - მიმდინარეობს მუშაობა, რათა უახლოეს დღეებში ჩაინიშნოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის​ ფარგლებში შეხვედრები
ლაშა დარსალია - მიმდინარეობს მუშაობა, რათა უახლოეს დღეებში ჩაინიშნოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის​ ფარგლებში შეხვედრები

მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გადმოცემა საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, მისი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა უახლოეს დღეებში ჩაინიშნოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის​ ფარგლებში შეხვედრები.

„თვითონ ინციდენტების დაფიქსირებისთანავე ჩვენ ყველა მექანიზმი ავამოქმედეთ. პირველ რიგში, ასეთ დროს  მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით. მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება, მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გადმოცემა საქართველოსთვის და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ამ მხრივ ყველა მექანიზმი არის ამოქმედებული.

ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც სამწუხაროდ ერთ წელიწადზე მეტია, რაც გაჩერებულია, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობით, უახლოეს პერიოდში მოხდება ამ მექანიზმის ამუშავება და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა უახლოეს დღეებში ჩაინიშნოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის​ ფარგლებში შეხვედრები“, – განაცხადა ლაშა დარსალია.