ლაშა დარსალია - ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას
ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტისას განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით.
„მინდა, აღვნიშნო ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში სუფევდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აქვთ. შეხვედრების დროს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ალიევთან, განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, ასევე რეგიონული თანამშრომლობის, მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა შავი ზღვა-კასპიის ზღვის დაკავშირებადობის კონტექსტში და მთლიანად, აღმოსავლეთ- დასავლეთის დაკავშირებადობის კონტექსტში. ეს თანამშრომლობა არის ფუნდამენტური და საფუძველი როგორც მთლიანად რეგიონის, ისე ფართო რეგიონის კონტექსტში თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა დარსალიამ.