ლაშა დარსალია - გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს
ლაშა დარსალია - გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები უნდა აღდგეს რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, შეხვედრების აღდგენა მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს.

„ვფიქრობ, რომ ყველა მხარე პასუხისმგებლიანად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. რაც შეეხება კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს, ეს საკითხი დასვა ქართულმა დელეგაციამ და რუსეთისგან მოითხოვა სრულყოფილი ინფორმაციის გადმოცემა“, – განაცხადა დარსალიამ.