ლაშა დარსალია - ჟენევის 48-ე რაუნდი ნეგატიურად წარიმართა
ლაშა დარსალია - ჟენევის 48-ე რაუნდი ნეგატიურად წარიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის 48-ე რაუნდი ნეგატიურად წარიმართა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, უკვე 11 წელია, რაც მიმდინარეობს ჟენევის ფორმატი, რომლის მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და არც ერთ პუნქტზე წინსვლა არ არის.

„48-ე რაუნდზე ჩვენ წინსვლა არ ყოფილა. რაც შეეხება შემდგომ რაუნდს, იქ იქნება განხილული პრობლემური საკითხები, ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს არ არის გადაჭრილი დღეს“, – განაცხადა დარსალიამ.