ლაშა დარსალია - დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოებს უახლოეს მომავალში ჩაატარებენ
ლაშა დარსალია - დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოებს უახლოეს მომავალში ჩაატარებენ

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოებს უახლოეს მომავალში ჩაატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა. ​

როგორც დარსალიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა.

„ჩვენ კონტაქტი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან, მიმდინარეობს დაზუსტება მონაკვეთების. უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები. შემდეგი შეხვედრისას ყველა იმ 14 შეუთანხმებელ მონაკვეთზე გავაგრძელებთ მსჯელობას, სადაც არის შესაძლებელი პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა დარსალიამ.