ლაშა დარსალია - ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, მოჰყვა რეაგირება კიევის მხრიდან, აღნიშნული კი, ხშირად ხდება უპასუხისმგებლო შიდა სპეკულაციების საკითხი
ლაშა დარსალია - ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, მოჰყვა რეაგირება კიევის მხრიდან, აღნიშნული კი, ხშირად ხდება უპასუხისმგებლო შიდა სპეკულაციების საკითხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა.

როგორც ლაშა დარსალიამ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, მოჰყვა რეაგირება კიევის მხრიდან.

„შეხვედრა გავმართეთ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, მოჰყვა რეაგირება კიევის მხრიდან. აღნიშნული კი ხშირად ხდება უპასუხისმგებლო შიდა სპეკულაციების საკითხი.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში საქართველო-უკრაინის მტკიცე მეგობრული ურთიერთობებს არაკეთილმოსურნეების პროვოკაციული ქმედებებით, არ მიადგეს ზიანი. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა სრულად გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება, იმ მხარდამჭერი ნაბიჯების გამო, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს მხრიდან, როგორც საერთშორისო ფორმატებში, ისე ორმხრივ რეჟიმში. საქართველო განაგრძობს ამ მხარდაჭერას და დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ყველა იმ ნაბიჯში, რაც მიმართულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის თანადგომისკენ. საქართველოს საელჩოს, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირე დიპლომატიურ მისიებს შორის, რომელიც იმყოფება უკრაინაში, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის საგარეო უწყებაში, სადაც ასევე გაზიარებულ იქნა ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.