ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტთან დროშა დაწვა [ფოტო]
ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტთან დროშა დაწვა [ფოტო]

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ლეიბორისტულმა პარტიის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა.

„აი ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და დიქტატორულ მმართველობას ქვეყანაში, ოღონდ მშვიდობიანად“ ,- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, მწვანე ღობეზე კრემლის ბანერი გააკრეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა დასავლური რესლებიდან რუსულ რელსებზე გადაეყვანა.

მათივე თქმით, საქართველოში ყოველდღიურად ჩანს რუსული მმართველობა.

​პარლამენტთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან.

ისინი „სირცხვილის დერეფნების“ მოსაწყობად ემზადებიან.