ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს თბილისის მერიასთან აქცია - „შეაჩერე ბეტონი“ გამართა
ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს თბილისის მერიასთან აქცია - „შეაჩერე ბეტონი“ გამართა

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს თბილისის მერიასთან, სახელწოდებით – „შეაჩერე ბეტონი“ აქცია გამართა.

მისი თქმით, თბილისში რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა.

„ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ საარჩევნოდ არ გვახსენდება ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ათწლეულების განმავლობაში ვიბრძვით, რომ თბილისი უარესი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად არ იყოს ქცეული. მოვითხოვთ კახა კალაძისგან, ბიძინა ივანიშვილისაგან, შეწყდეს თბილისელების ეკოციდი, ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის განადგურება დიდი კორუფციული შემოსავლის გამო, იქნება ეს კორპუსებისგან შემოსული შემოსავალი, ქვის კანიონების გახსნა დიღმის ჭალებში, თუ ანას ბაღის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. თუ ისინი ამას გააგრძელებენ, მზად ვართ, ყველა ხელთარსებული მეთოდით ვიბრძოლოთ საიმისოდ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე. ადრე თუ გვიან, სასამართლოს წინაშეც მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რასაც ჩადიან“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ის ინიციატივით გამოდის, თვის ყოველი მეორე შაბათი მწვანე ბრძოლის დღედ გამოცხადდეს.

„ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ თვის ყოველი მეორე შაბათი გამოვაცხადოთ მწვანე ბრძოლის დღედ და ყოველ ამ შაბათს მეტი და მეტი შევიკრიბოთ, დავიცვათ ჩვენი საარსებო გარემო, რათა არ ვიყოთ მსხვერპლი გაუმაძღარი კორუფციული მადის ხელისუფლების“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დატოვე კომენტარი