ლაშა ჩხარტიშვილი - საქართველოში კანონისა და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, ჰესების მშენებლობა გრძელდება
ლაშა ჩხარტიშვილი - საქართველოში კანონისა და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, ჰესების მშენებლობა გრძელდება

‎საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ სასტუმრო „იოტასთან“ „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოუწოდებენ, „არ დააფინანსოს ჰესების მშენებლობის პროექტი, ვინაიდან გარემოზე ჰესები ცუდ ზემოქმედებას ახდენს, იწვევს მდინარეების ადიდებას და ტყის მასივების ჩამოშლას“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ისინი მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და მთავრობას ჰესების მშენებლობის შეჩერებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.

„ხელისუფლების ცვლილება არაფერს ნიშნავს, კატეგორიული მოწინააღმდეგეები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს კორუფციულ აუზად. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას იმას, როცა მიუხედავად დაპირებისა, საქართველოში გრძელდება კანონისა და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, ჰესების მშენებლობა. დღეს შევიკრიბეთ, რათა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან მივითხოვოთ, ნუ გახდებიან თანამონაწილეები იძულებით ჰესების მშენებლობის პროექტებისა. ვაპირებთ კანცელარიასთან გადანაცვლებას და იქ უკვე ხელისუფლებისგან მოვითხოვთ აღნიშნული პროცესის შეჩერებას, რადგან ეს ყველაფერი არ ჩაივლის უმტკივნეულოდ, მათ არ გაუვათ ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პანკისში, სვანეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში”,-განაცხადა ჩხარტიშვილმა.