ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა
ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა

ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, მედიისათვის მიცემული ინტერვიუს დროს ლაშა ჩხარტიშვილმა ლობიოს მარცვლები აყარა და განაცხადა, რომ უმი ლობიო მონების სალაფავია. ამასთან ჩხარტიშვილს თან ჰქონდა ჯორჯ ორუელი წიგნი „1984“, რაც როგორც თავად განაცხადა, აღნიშნავს ოცნებას ერთპარტიულ- ერთპიუროვნულ დიქტატურაზე.

„ეს არის ივანიშვილის ოცნება, ოცნება ერთპარტიულ-ერთპიუროვნულ დიქტატურაზე, რომელიც აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც, თუმცა ის, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაკავებებთან მიმართებაში, არ გაუკეთებია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს. მან ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები, მათ შორი ჩემი დაკავება, თუმცა მინდა ვუთხრა ამ ლობიოს დიქტატორს, რომ ეს ბუნებრივია ვერავის შეაშინებს. შეიძლება დაჭერებით შეაშინოს თალაკვაძე, წულუკიანი, კობახიძე და სხვა საკუთარი მონები. ბუნებრივია, ბრძოლას გავაგრძელებ გაორმაგებული ძალებით, რადგან დაკავებები ჩემთვის ახალი არ არის. ეს არის მე-12 დაკავება, მე-12 პოლიტიკური პატიმრობა, მესამე ხელისუფლების პირობებში ჩემი მხრიდან. უკან არასდროს დამიხევია და ვპირდები ივანიშვილს, რომ ის უფრო მძიმედ დაამთავრებს, ვიდრე ეს წინამორბედ ხელისუფლებებს გაუკეთებიათ და პასუხს აგებს როგორც სტრასბურგში, ასევე სხვა სასამართლოების წინაშე თავის მონებთან ერთად. პირველ რიგში ეს უმი ლობიო, ეკუთვნის ივანიშვილს როგორც მონების სალაფავი“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

დატოვე კომენტარი