ლაშა ბუღაძე გრიგოლ ვაშაძეს აძლევს ხმას
ლაშა ბუღაძე გრიგოლ ვაშაძეს აძლევს ხმას

შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო, – ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც ლაშა ბუღაძე აღნიშნავს, ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად ყოფილა.

„უკაცრავად და, მგონი, გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ, ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად გვქონია, – ისევ ჩვენ, საწყალი ქართველი ხალხი რომ ვეძებთ გამოსავალს და ისევ და ისევ ჩვენ რომ ვაწყობთ გამოსავლის რაციონალურ კონსტრუქციებს, სადაც მთავარი ის არის, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს როგორმე…

საკუთარ თავს წესად ვუქციე ამ ავტოთერაპიული მანტრის გამოერება: „შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო!“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.