ლაშა ბუღაძე - ფრანკფურტის ბაზრობაზე მთლიანად საქართველოს წარდგენა, ისტორიული მნიშვნელობისაა
ლაშა ბუღაძე - ფრანკფურტის ბაზრობაზე მთლიანად საქართველოს წარდგენა, ისტორიული მნიშვნელობისაა

ძალიან ემოციური და გულწრფელი შეხვედრა იყო. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პროცესში ჩართულობას, – ამის შესახებ დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ძალიან ემოციური და გულწრფელი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ყველანი საერთო პასუხისმგებლობიდან გამოვედით, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობა, ფრანკფურტის ბაზრობაზე, ამ ვეებერთელა პლატფორმაზე, არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ მთლიანად საქართველო წარსდგეს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩართულობას  ამ პროცესში, რადგან ეს ყველა ჩვენგანს ეხება. კონკრეტული შედეგის სახით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან. ეროვნული კინოცენტრი კვლავ გააგრძელებს  თანამედროვე ევროპული მენეჯმენტის სახით მუშაობას”,- აღნიშნა ბუღაძემ.

ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დღეს შეხვდნენ. მათი განცხადებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.

დატოვე კომენტარი