ლაშა ბექაურმა ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალშია.
ნახევარფინალში ბექაურმა ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა. ფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ერთი მედალი უკვე აქვს. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.