ლაშა ბექაური - მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივარს, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა
ლაშა ბექაური - მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივარს, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა

ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაური საქართველოშია. მას აეროპორტში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დახვდნენ.

„მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივარს, გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა“,- განაცხადა ლაშა ბექაურმა.

„ასეთი გამარჯვებები აძლიერებს ჩვენს ქვეყანას. მინდა, მეტი წარმატება ვუსურვო მათ და უფრო დიდ სპორტულ ღონისძიებებში უფრო მეტი ოქროს და ვერცხლის მედლები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, საქართველოს კაცთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კაცთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონის ტიტული ლაშა ბექაურმა (90 კგ.) მოიპოვა. მან ქართულ ფინალში ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. ტურნირის ბოლო დღეს ვერცხლის მედალი დაიმსახურა გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლი აიღო ვაჟა მარგველაშვილმაც.

ტურნირის დასკვნით დღეს, სამწუხაროდ, მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხეს ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.).

დატოვე კომენტარი