ჩინეთში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მან ფინალში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ჩვენს თანამემამულე ნიკოლოზ შერაზადაშვილს მოუგო. ბექაურმა მეორე წრეში წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონიც, ჰოლანდიელი ვან ტენდიც დაამარცხა.
დღესვე კიდევ ერთი ქართველი იბრძოლებს მედლისთვის: 100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვი რუს არმან ადამიანს შეხვდება.