ლაშა აბაშიძე - თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება
ლაშა აბაშიძე - თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება

თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

როგორც ლაშა აბაშიძე აცხადებს, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს – ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – აცხადებს ლაშა აბაშიძე.

ლაშა აბაშიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში და ასევე საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში.