ლაშა აბაშიძე ახალქალაქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს დახვდა

11:47, 01.08.2025

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მსგავსი