ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა
ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა

ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო იქნა მიღებული.

„ამ რეალობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს, ლარსზე, წითელ ხიდზე და სარფის სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ არსებული ვითარება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი