ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტში შემოსული სატრანზიტო სატვირთო მანქანების კოლონას საპატრულო პოლიცია აცილებს
ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტში შემოსული სატრანზიტო სატვირთო მანქანების კოლონას საპატრულო პოლიცია აცილებს

შსს-ში აცხადებენ, რომ ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტში შემოსული სატრანზიტო სატვირთო მანქანების კოლონას საპატრულო პოლიცია აცილებს

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ხალხის სამსახურში არიან.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, საქართველოს მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტში შემოსული სატრანზიტო სატვირთო მანქანების კოლონას საპატრულო პოლიცია მეზობელი ქვეყნის საზღვრამდე აცილებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.