ლარში გასაცემ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარის გადახედვის საკითხზე ეროვნულ ბანკში განხილვები არ მიმდინარეობს
ლარში გასაცემ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარის გადახედვის საკითხზე ეროვნულ ბანკში განხილვები არ მიმდინარეობს

ლარში გასაცემ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარი ჩვეულებრივ მოქმედებს და აღნიშნული საკითხის გადახედვა ჯერჯერობით არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.

ჟურნალისტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, შეეძლებათ თუ არა 200 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღება იმ პირებსა თუ კომპანიებს, რომლთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ. ამ საკითხს ბიზნესასოციაცია აყენებს.

როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, აღნიშნულთან დაკავშირებით განხილვები არ შემდგარა.

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ეს განხილვები არ შემდგარა. 200 000-ლარიანი ზღვარი, რომელიც დღეს არსებობს, ჩვეულებრივ მოქმედებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.