ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანია აცნობიერებს, რომ აშშ-ს აქვს არქტიკაში უსაფრთხოების ინტერესები და კოპენჰაგენი მზადაა, განიხილოს ეს საკითხი ტრამპის ადმინისტრაციასთან
დანია აცნობიერებს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს არქტიკაში უსაფრთხოების ინტერესები და კოპენჰაგენი მზად არის, განიხილოს ეს საკითხი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
„ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ამერიკელებს აქვთ გარკვეული შეშფოთება არქტიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშრებით, რასაც ვიზიარებთ და ამიტომ, გრენლანდიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამერიკის ლეგიტიმური ინტერესები“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.