ლარს ლოკე რასმუსენი - დონალდ ტრამპს სურს გრენლანდიის დაპყრობა, მაგრამ დანიამ და გრენლანდიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მათი ინტერესი არ არის
ლარს ლოკე რასმუსენი - დონალდ ტრამპს სურს გრენლანდიის დაპყრობა, მაგრამ დანიამ და გრენლანდიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მათი ინტერესი არ არის

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დიდი ხანია, იცნობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი საკითხებს განსხვავებულად განიხილავს, მის განცხადებებში „ყოველთვის არის ჭეშმარიტების მარცვალი“.

როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ცივი ომის დროს აშშ-ს გრენლანდიაში 17 სამხედრო ობიექტი და 10,000-იანი პერსონალი ჰყავდა, ხოლო ახლა – მხოლოდ ერთი ბაზა და, დაახლოებით, 200 თანამშრომელი.

„ეს არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ეს იყო აშშ-ის გადაწყვეტილება. ახლა სიტუაცია სრულიად განსხვავებულია და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას“, – თქვა რასმუსენმა.

რასმუსენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ დონალდ ტრამპს სურს გრენლანდიის დაპყრობა, მაგრამ დანიამ და გრენლანდიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მათი ინტერესები არ არის.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უარყო ვარაუდი ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხის შესახებ.

„არ არსებობს მყისიერი საფრთხე ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით“, – აღნიშნა რასმუსენმა და გამორიცხა, რომ ეს, შესაძლოა, 10 ან 20 წელში მოხდეს.

ცნობისთვის, მანამდე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.