ლარს ლოკე რასმუსენი - ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, არ მივცემთ რუსეთს საშუალებას, უარი ათქმევინოს უკრაინას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის გზა
ლარს ლოკე რასმუსენი - ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, არ მივცემთ რუსეთს საშუალებას, უარი ათქმევინოს უკრაინას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის გზა

ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე და არ მივცემთ რუსეთს საშუალებას, უარი ათქმევინოს უკრაინას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების გზა, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმდებები არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვუპასუხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეცდომაში შემყვან განცხადებებს. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე, რუსეთთან ინტენსიური კონტაქტი განხორციელდა, მოლაპარაკებების მრავალი რაუნდი გაიმართა, მაგრამ რუსეთმა გადაწყვიტა მათი დასრულება. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე და არ მივცემთ რუსეთს საშუალებას, უარი ათქმევინოს უკრაინას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების გზა, პრინციპებზე, რასაც თავად რუსეთიც ეთანხმება. ჩვენ არ დავეთანხმებით რუსეთის მცდელობას, გაყოს ევროპა გავლენის სფეროებად. რუსეთის ქმდებები არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. სწორედ ამიტომ გასული წლის თებერვალში გაერო-ში 141-მა ქვეყანამ გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მოითხოვა, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაეყვანა რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ძალები“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში იმართება.