ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგი „კოვიდ-19“-ით იყო ინფიცირებული და ის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა.

ბოლო წლებში ის „რაშა თუდეიში“ მუშაობდა.

60-წლიანი კარიერის განმავლობაში ლეგენდარულმა ლარი კინგმა 50 000 ინტერვიუ ჩაწერა. მათ შორის იყვენენ პოლიტიკური ლიდერები, ცნობილი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები და ა.შ.

მის რესპონდენტებს შორის იყო ჯერალდ ფორდიდან მოყოლებული აშშ-ის ყველა მოქმედი პრეზიდენტი. მან ჩაწერა ინტერვიუ მარტინ ლუთერ კინგთან, დალაი ლამასთან, ბილ გეითსთან და მარგარეტ ტეტჩერთან.

მისი თოქშოუს ბოლო ეპიზოდი 2010 წელს გავიდა ეთერში. ლარი კინგის გადაცემა, ერთი ადამიანის მიერ წაყვანილ შოუებს შორის ყველაზე დიდხანს იყო ეთერში.

1993 წელს ლარი კინგმა წაიყვანა ცნობილი დებატები ვიცე-პრეზიდენტ ალ გორას და ტეხასელ მილიარდერ როს პეროტში შორის, რომელმაც სატელევიზიო რეიტინგების ყველა რეკორდი მოხსნა. ეს გადაცემა 16 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 1995 წელს ლარი კინგმა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა პალესტინის ლიდერთან იასირ არაფატთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაცხაკ რაბინთან და იორდანიის მეფესთან. 2001 წელს ნიუ იორკში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ლარი კინგმა შოუში 700 მეტ ადამიანს უმასპინძლა. მათ შორის ტერაქტის შედეგად გადარჩენილებს და 35 მსოფლიო ლიდერს. ლარი კინგმა ჩაწერა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ფრენკ სინატრას უკანასკნელი ინტერვიუც. კინგი არაერთი სატელევიზიო და რადიო ჯილდოს მფლობელი იყო. „სი-ენ-ენმა“ მას „სატელევიზიო სივრცის მუჰამედ ალი უწოდა“.

ლარი კინგი წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან არაერთი პრობლემა ჰქონდა. მათ შორის დიაბეტი. 2017 წელს მან ფილტვის სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა, 2019 წელს კი ინსულტი გადაიტანა, რის გამოც ის რამდენიმე კვირა კომაში იყო.

დატოვე კომენტარი