ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ ორი თეთრით გამყარდა 
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ ორი თეთრით გამყარდა 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8896 ლარი ეღირება, ევრო – 3.2028 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8004 ლარი.

11 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9089 ლარი ღირდა, ევრო –3.2210 ლარი, ფუნტი – 3.8319 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 დეკემბერს შევა ძალაში.