ლარა დიკერმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შვეიცარიის ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა – ლარა ჯოი დიკერმანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა
35 წლის ნახევარმცველმა ეროვნული გუნდის მაისურით 135 მატჩში იასპარეზა და 53 გოლი გაიტანა.
დიკერმანი გერმანული „ვოლფსბურგის“ რიგებში თამაშობს, მანამდე კი ექვსი წლის განმავლობაში ფრანგული „ლიონის“ წევრი იყო. უთამაშია შვეიცარიულ „ციურიხში“, ასევე „ნიუ ჯერსი ვაილდქეთსა“ და „ნიუჯერსი სქაი ბლუში“
„ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი ეროვნულ გუნდში თამაშს მივუძღვენი. მოვიდა დრო რომ სანაკრებო კარიერა დავასრულო და დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ჩემს მხარდამხარ თამაშობდა და ჩემს განვითარებასა და წინსვლაში წვლილი შეჰქონდა.
მე ყოველთვის მემახსოვრება ეს ფანტასტიური პერიოდი. ეროვნულ ნაკრებს კი მინდა წარმატებები ვუსურვო!“, – განაცხადა ლარა დიკერმანმა.