ლაპორტა ჰაალანდის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
ლაპორტა ჰაალანდის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაზე დაიწყო მუშაობა და მისი უმთავრესი პრიორიტეტი „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინგ ჰაალანდის გადმობირებაა, – იუწყება sport.es. 

გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტა უშუალოდ არის ჩართული ჰაალანდის „ბარსელონაში“ გადმოყვანის საქმეში და უკვე დაუკავშირდა, როგორც „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობას, ასევე ნორვეგიელი თავდამსხმელის აგენტს, მინო რაიოლას.

ევროპულ პრესაში დაიწერა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გეგმავს, ჰაალანდის შესაძენად საჭირო თანხა ერთდროულად ცხრა ფეხბურთელის გასხვისებით მოაგროვოს, მათ შორის, გრიზმანის, პიანიჩის, ბრაითვეიტისა და უმტიტისა ტრანსფერზე დაყენებით.

მიმდინარე სეზონში ჰაალნდს ფენომენალური სტატისტიკა აქვს – 31 მატჩში გატანილი 33 ბურთი და რვა შედეგიანი გადაცემა.