„ბარსელონა“ ჰაალანდის შესაძენად მზად არის, რომ ცხრა ფეხბურთელი გაყიდოს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ჰაალანდის შესაძენად მზად არის, რომ ცხრა ფეხბურთელი გაყიდოს #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი „ბარსელონას“ უმთავრესი სატრანსფერო სამიზნეა და არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა შეეცდება, რომ ერლინგ ჰაალანდის შესაძენად მაქსიმუმი გააკეთოს, – იუწყება Sport.es. 

გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ დავალიანება 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს, აქედან 730 მლიონი ევრო კი კატალონიელებმა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე უნდა დაფარონ. ფინანსური კრიზისის მიუხედავად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ჰაალანდის შესაძენად საჭირო თანხა ერთდროულად ცხრა ფეხბურთელის გასხვისებით მოაგროვოს, მათ შორის, გრიზმანის, პიანიჩის, ბრაითვეიტისა და უმტიტისა ტრანსფერზე დაყენებით.

დორტმუნდელთა ნორვეგიელი თავდასხმელი ფენომენალურ სეზონს ატარებს – ჰაალანდმა 29 მატჩში 31 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი