ლაოსში კაშხლის ჩამონგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი დაკარგულია
ლაოსში კაშხლის ჩამონგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი დაკარგულია

ლაოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატაპუს პროვინციაში კაშხლის ჩამონგრევას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი, დაკარგულად ითვლება.

კაშხლის ჩამონგრევამ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც ექვსი სოფელი დაიტბორა. 6000-ზე მეტი ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩა.

ატაპუს პროვინციაში მდებარე კაშხლის ნგრევის მიზეზი უცნობია.