ლანჩხუთში, თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება
ლანჩხუთში, თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება

ლანჩხუთში, თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანი კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხელისუფლების ინფორმაციით, ლანჩხუთი კვლავაც რჩება ე.წ მწვანე ზონაში.

„ლანჩხუთში ყველა სტრატეგიული ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. აგრარული ბაზარი მუშაობას აგრძელებს სტანდარტების დაცვით. კონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, საკარანტინო სივრცეში კი ჩვენგან არავინაა. მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში სიარულისგან და დარჩნენ სახლში,“- განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.