ლანჩხუთში თვითიზოლაციაში რვა, საკარანტინო ზონაში კი ერთი ადამიანი იმყოფება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში რვა პირი იმყოფება, ხოლო კარანტინში ერთი ადამიანია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
„ლანჩხუთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დღეს სასაფლაოებთან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საბედნიეროდ, ლანჩხუთში კორონავირუსის შემთხვევა არ გვქონია. მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.