ლანჩხუთში, თვითიზოლაციაში რვა ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი არც ერთი
ლანჩხუთში, თვითიზოლაციაში რვა ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი არც ერთი

ლანჩხუთში, თვითიზოლაციაში ამჟამად რვა ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი არც ერთი.

ამის შესახებ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

„საბედნიეროდ, ხვალ ოთხი პირი დაასრულებს თვითიზოლაციის რეჟიმს. ყველა მათგანი კონტროლდება და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ლანჩხუთში მუშაობას აგრძელებს მერია, სამედიცინო დაწესებულებები, პოლიცია, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. ამ დროისათვის ლანჩხუთში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.